loader

რა ემართება თქვენს ჯანმრთელობას, როდესაც მობილურში ყურსასმენით მუსიკის ხმამაღლა მოსმენისას ამოვარდნილ გაფრთხილებას არ უჯერებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ემართება თქვენს ჯანმრთელობას, როდესაც მობილურში ყურსასმენით მუსიკის ხმამაღლა მოსმენისას ამოვარდნილ გაფრთხილებას არ უჯერებთ

ყურსასმენებში მუსიკის მოსმენისას ყველას გვსიამოვნებს მაქსიმალური შეგრძნებები. ამიტომ იშვიათად თუ გვიფიქრია, რა ზიანის მოყენება შეუძლია ამ პროცესს დღის განმავლობაში

ანდროიდ-სმარტფონები გადაჭარბებული დეციბელების შემთხვევაში მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ეს შესაძლოა საზიანო იყოს მისი ყურებისთვის და სთავაზობს დასაშვებ ნორმას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყურსასმენებში მუსიკის მოსასმენ დოზად 60-70 დეციბელი მიიჩნია, თუმცა სმარტფონების ყურსასმენებს 100-დან 120 დეციბელამდე შეუძლია ხმის სიხშირის განვითარება. ეს იგივეა, როკ-კონცერტს რომ ესწრებოდეთ ან ღამის კლუბში მოისმინოთ მუსიკა.

ყურსასმენებში 100 დეციბელზე მეტის 15 წუთით მოსმენამ შესაძლოა სმენის დაკარგვა გამოიწვიოს ან დააზიანოს სმენის მნიშვნელოვანი ელემენტი.
დაიმასხოვრეთ ისიც, რომ ყველა მუსიკისა თუ ხმოვანი ვიდეოს დეციბელები განსხვავებულია. თქვენი უსაფრთხოებისთვის, დარწმუნდით, რომ მუსიკის ხმამაღალი მოსმენის შემდეგ თქვენი ყურები დაისვენებს ან განსაზღვრეთ დრო, თუ რამდენ ხანს მოისმენთ, რას და რა სიხშირეზე.

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე, Palitravideo.ge-ს მულტიმედია ჟურნალისტი.