loader

ექსპერიმენტი: გახანგრძლივდა თუ არა მგზავრობა ჟვანიას მოედნიდან იოსებიძის მიმართულებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსპერიმენტი: გახანგრძლივდა თუ არა მგზავრობა ჟვანიას მოედნიდან იოსებიძის მიმართულებით?

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ჟვანიას მოედნიდან იოსებიძის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას არ აპირებს.

როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, იოსებიძის ქუჩაზე მანქანების გადაადგილებისთვის ამკრძალავი ნიშანი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაიდგა. მამუკა მუმლაძის განმარტებით, იოსებიძის ქუჩაზე ავტომობილებს მისვლა ხვიჩიას ქუჩიდან, საბურთალოს მხრიდან შეუძლიათ.

მძღოლების გარკვეული ნაწილი ჟვანიას მოედნიდან იოსებიძის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. როგორც ისინი ამბობენ, იოსებიძის ქუჩაზე მისასვლელად ალტერნატიული, თუმცა შორი გზის გავლა უწევთ და ისიც, საცობების პირობებში.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე