loader

"ავტობუსში უკან მედგა კაცი, რომელიც ხელებს მიფათურებდა" - სექსუალური შევიწროების ფაქტები, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავტობუსში უკან მედგა კაცი, რომელიც ხელებს მიფათურებდა" - სექსუალური შევიწროების ფაქტები, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან

კინოპროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის მიერ შევიწროებული ქალების აგორებულმა კამპანიამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ყოველდღიურად ათობით ათასი ქალი საკუთარ ისტორიას სოციალურ ქსელში, ჰეშთეგით #MeToo ჰყვება.

ცოტა ხნით ადრე საქართველოში სექსუალურ შევიწრობაზე საუბარი კავშირმა "საფარმა" კამპანიის "რა მოხდა ქუჩაში" ფარგლებში წამოიწყო.

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გენდერული უთანასწორობის პირდაპირი პროდუქტია. ყოველდღიურად, თითქმის ყველა ქალი ხდება რაიმე ფორმით სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.


ავტორი: ეკა მელიქიძე