loader

გადამწვარი სახლები, სპეცრაზმი და მეეზოვეები - რა ხდება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 20 საათი გაგრძელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადამწვარი სახლები, სპეცრაზმი და მეეზოვეები - რა ხდება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 20 საათი გაგრძელდა

გაბრიელ სალოსის გამზირზე, უშუალოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, "თბილსერვისის" თანამშრომლები შევიდნენ. ისინი სპეცოპერაციის ტერიტორიას ასუფთავებენ. გარდა ამისა, ადგილზე რჩებიან სპეცრაზმისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იმ კორპუსს იცავენ, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა. ამის გამო სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული აღნიშნული და მიმდებარე კორპუსები.

მოსახლეობა ბლოკირებულ კორპუსებში შესვლას მხოლოდ სამართალდამცველების მიერ გადამოწმების შემდეგ ახერხებენ.

სპეცოპერაციის ტერიტორიიდან გაიყვანეს რამდენიმე დაცხრილული ავტომობილი.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე