loader

ერთადერთი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც პატრიარქის რჩეული მოსაყდრე კათოლიკოს-პატრიარქი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთადერთი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც პატრიარქის რჩეული მოსაყდრე კათოლიკოს-პატრიარქი გახდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ თავის მოსაყდრედ მელქისედეკ III ფხალაძე შეარჩია.

მელქისედეკ III, ერისკაცობაში მიხეილ ფხალაძე, მედავითნის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, რა დროსაც მშობლები დაეღუპა. 1890 წელს იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა ყაზანის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. 1900 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით და დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად.

1921-22 წლებში იყო უმუშევარი და განმოსილი. 1922 წლის 5 აპრილს დაბრუნდა ეკლესიაში და დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად. სწორედ აქედან იწყება მელქისედეკ III-ის საეკლესიო იერარქიული აღმასვლა.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე