loader

ეს ძეგლების შეურაცხყოფაა - ვიცე-მერის კომენტარი ე.წ. პირბადეების აქციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს ძეგლების შეურაცხყოფაა - ვიცე-მერის კომენტარი ე.წ. პირბადეების აქციაზე

დღეს სოციალურ ქსელში ფოტომასალა გავრცელდა, რომელზეც რამდენიმე ძეგლს პირბადე უკეთია. თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დაწყებულ ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.

"ეს აქცია არ არის არც ნებადართული მერიისგან, მით უმეტეს, არც ორგანიზებული. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეეძლოთ ამ პროტესტის გამოხატვა და არა ძეგლების შეურაცხყოფის გზით. ამდენად, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქცია, აუცილებლად გავატარებთ, რადგან ჩვენ მივიჩნევთ, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


ავტორი: ეკა მელიქიძე