loader

რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული - მანდატურმა მოსწავლეს ელექტროშოკი უპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული - მანდატურმა მოსწავლეს ელექტროშოკი უპოვა

ამ წუთებში რუსთავის მე-18 საჯარო სკოლაში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. როგორც ქრონიკამ ადგილზე გაარკვია, სამართალდამცველის გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მანდატურმა ერთ-ერთ მოსწავლეს ჯიბეში აკრძალული ნივთი უპოვა.

კერძოდ, მოსწავლეს სკოლაში ელექტროშოკის აპარატი ჰქონდა მიტანილი. სამართალდამცველები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Tv kvemo kartli ავრცელებს.