loader

"ვიცით, რომ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა" - რას ჰყვებიან ახლობლები 17 წლის მოზარდზე, რომელმაც სანადირო თოფით უმძიმესი დაზიანებები მიიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიცით, რომ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა" - რას ჰყვებიან ახლობლები 17 წლის მოზარდზე, რომელმაც სანადირო თოფით უმძიმესი დაზიანებები მიიყენა

ახლობლები ხელვაჩაურში, 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტთამაშს უკავშირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაჭრილი მოზარდის ახლობლებმა განუცხადეს, 17 წლის ბიჭი "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

"ვიცით, რომ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა. ვეჭვობთ, რომ მომხდარი, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს", - განაცხადეს ახლობლებმა.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ახლობლების ინფორმაციით, მოზარდს, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული.