loader

ვინ არის "თავისუფლების მოედანთან" დაჭრილი 15 წლის მოზარდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის "თავისუფლების მოედანთან" დაჭრილი 15 წლის მოზარდი

თბილისში, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" მოზარდი დღეს დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

დაჭრილი 15 წლის მ.მ. ვარკეთილში ცხოვრობს. ის კერძო სკოლა "ოქროს აკვანის" მოსწავლეა.
დირექტორი მას ზრდილობიან და მოწესრიგებულ ბავშვად ახასიათებს.