loader

17 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელმაც თვითდაზიანებები სავარაუდოდ, "ლურჯი ვეშაპის" გამო მიიყენა, ამ დრომდე კრიტიკულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელმაც თვითდაზიანებები სავარაუდოდ, "ლურჯი ვეშაპის" გამო მიიყენა, ამ დრომდე კრიტიკულია

17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა, კრიტიკულია. როგორც კლინიკა "მედინაში" "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სახის არეში ცეცხლსასროლი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული.

ახლობლები ხელვაჩაურში, მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტთამაშს უკავშირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაჭრილი მოზარდის ახლობლებმა განუცხადეს, 17 წლის ბიჭი "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

"ვიცით, რომ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა. მომხდარი, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს", - განაცხადეს ახლობლებმა.

17 წლამდე ბიჭი ხელვაჩაურში, კლინიკა "მედინაში" გუშინწინ მოათავსეს. მას გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე მუხლით გამოძიებას აწარმოებს.