როგორ დააზიანა მოსახლეობამ ახლად გაკეთებული სკვერი - კადრები დიდუბიდან
ინტერნეტმომხმარებელი სალომე პაშტიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის ერთ-ერთ სკვერში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს გამწვანებული, ყვავილებითა და ფერადი დიზაინით გაფორმებული დასასვენებელი სკვერი, რომელიც გაკეთებიდან რამდენიმე დღეში მოსახლეობამ დააზიანა.