loader

ვინ არიან ქართველი "კანონიერი ქურდები", რომლებიც აშშ-მ შავ სიაში შეიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან ქართველი "კანონიერი ქურდები", რომლებიც აშშ-მ შავ სიაში შეიყვანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან 10 "კრიმინალური ავტორიტეტი", მათ შორის შაქრო კალაშოვი და ლაშა შუშანაშვილი შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ იფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს გვერდზეა განთავსებული.

სამინისტროს ინფორმაციით, სანქციების მიზანი კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლაა. უწყების ინფორმაციის თანახმად, სიაში, ასევე, მოხვდნენ ვასილი ქრისტოფოროვი ("ვასკრესი"), კამჩიბეკ კოლბაევი ("კამჩი ბიშკეკსკი"), ვლადისლავ ლეონტიევი, ვადიკ ბელი, იური ფიჩუგინი ("პიჩუგა"), რუბენ თათულიანი ("რობსონი"), ალიმჟან ტოქტახუნოვი ("ტაივჩიკი"), ვლადიმერ ტიურინი ("ტიურიკი") და გაფურ რახიმოვი.