loader

სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე აქვს აღებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე აქვს აღებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო მართვის მოწმობების გამოცვლის ვადის 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაწევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში მართვის მოწმობების შეცვლა კიდევ სამი თვის განმავლობაში, 1 აპრილამდე შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება "საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში" 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.