loader

როგორ გამოიყურებოდნენ მაკა ჩიჩუა და სომხეთის პირველი ლედი ოფიციალურ ვახშამზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურებოდნენ მაკა ჩიჩუა და სომხეთის პირველი ლედი ოფიციალურ ვახშამზე

საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას სახელით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანისა და რიტა სარგსიანის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

როგორც "პალიტრავიდეოს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და სომეხ და ქართველ ხალხს წინსვლა უსურვეს.

გიორგი მარგველაშვილმა სერჟ სარგსიანს ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტს და მის მეუღლეს დამდეგი 2018 წელი მიულოცა და ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა.