loader

1 წლის შემდეგ: როგორ შეიცვალა 15 წლის სპორტსმენის ცხოვრება, რომელიც სადგურის მოედანზე ლიმონს ყიდდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1 წლის შემდეგ: როგორ შეიცვალა 15 წლის სპორტსმენის ცხოვრება, რომელიც სადგურის მოედანზე ლიმონს ყიდდა

ერთი წლის წინ, "პალიტრავიდეოს" სიუჟეტი ერთ დღეში 100 000-მდე ადამიანმა ნახა, დაინტერესდნენ სხვა მედიასაშუალებებიც. "პალიტრამედიაში" დახმარების უამრავმა მსურველმა დარეკა. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის გასვლის შემდეგ ერთი წელი გავიდა, აიდენიზის დახმარების მსურველთა რიცხვი დღემდე არ წყდება.

ჩვენ დავინტერესდით, რა შეიცვალა ახალგაზრდა სპორტსმენის ცხოვრებაში ერთი წლის შემდეგ. როგორც სიუჟეტიდან ჩანს, სპორტსმენი ბევრად უფრო წელგამართული და თავდაჯერებულია.

აიდენიზს ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ უკვე საქართველოს მოქალაქეა და ამბობს, რომ ამდენი ადამიანის დახმარების შემდეგ სურს, უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს და საზოგადოებას მადლობა ასე გადაუხადოს.

აიდანიზს პატრონაჟს "ალდაგი" 18 წლამდე გაუწევს.

ავტორი: თიკო გურაშვილი
ოპერატორი: გიგა დანელია
მონტაჟი: გელა ბერიანიძე


14 წლის საქართველოს ჩემპიონი, რომელიც ვაგზალზე ლიმონის გაყიდვით ოჯახს არჩენს