loader

ავტომობილებზე ქონების გადასახადი ამოქმედდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტომობილებზე ქონების გადასახადი ამოქმედდა

ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა 2018 წლიდან დაიწყება. გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება, რომელთაც ქონების დეკლარირება 2017 წლის შემოსავლების მიხედვით 2018 წლის 1-ელ ნოემბრამდე მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტესს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არაუმეტეს 1%. სრული სტატია იხილეთ bpn.ge-ზე.


ყველა ცვლილება და რეგულაცია, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება - მოკლედ