loader

ყოფილმა ქმარმა ცოლი და სიმამრი მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყოფილმა ქმარმა ცოლი და სიმამრი მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით სცემა

სასტიკად ნაცემი ყოფილი ცოლი და სიმამრი, რომელიც ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი - 22 წლის დეა გოშხეთელიანი და მისი მამა ყოფილმა ქმარმა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით სცემა.

ძალადობის მსხვერპლს თავის ტრამვა და მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული. გოშხეთელიანის მამას ფიზიკური დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ასევე, აღენიშნება ტვინის შერყევა და გატეხილი აქვს ცხვირი. მას ქუთაისის საავადმყოფოში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

დეა გოშხეთელიანი ყოფილი ქმრის, გრიგოლ ბაკურაძის, დაკავებას ითხოვს. ძალადობის მსხვერპლის თქმით, ის ფაქტი, რომ პოლიციამ მოძალადე დააკავა და სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, იმაზე მიანიშნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოებში ყოფილი ქმრის ოჯახს ახლობლები ჰყავს.

გრიგოლ ბაკურაძის მამა პოლიციის პოლკოვნიკი და ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორია. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.