loader

"მოვიდნენ და ცეცხლი წაუკიდონ ამ ოჯახს" - თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვიდნენ და ცეცხლი წაუკიდონ ამ ოჯახს" - თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია

პანკისის ხეობის სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სამძიმარს იღებს. სამძიმარს თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია იღებს.

"უდანაშაულოდ ჩაცხრილეს ჩემი შვილიშვილი. ოთახის კარი შეანგრიეს და საწოლში მყოფი ბავშვი ამ დღეში ჩააგდეს. დღეს ყველა დახოცილები ვართ. კიდევ მოვიდნენ, სახლს ცეცხლი წაუკიდონ და ყველა ერთად დაგვწვან, ისედაც დახოცილები ვართ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ, ელენე მაჩალიკაშვილმა.

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში იწვა.


ავტორი: ნათია წითელაური

იხილეთ ასევე:

რა ხდება თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში მისი გარდაცვალების შემდეგ?

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ კლინიკის ტერიტორია დატოვა – კადრები ადგილიდან

"დღეს დილით გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა