loader

ლაშა ტალახაძემ ქართველ სპორტსმენებთან ერთად სახელმწიფო დროშა მცხეთაში, ბებრის ციხეზე აღმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაშა ტალახაძემ ქართველ სპორტსმენებთან ერთად სახელმწიფო დროშა მცხეთაში, ბებრის ციხეზე აღმართა

საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთაშიც გაიმართა, სადაც ეროვნული დროშა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ბებრის ციხეზე აღმართა .

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ბებრის ციხეზე დროშის აღმართვისას ანსამბლმა "მცხეთა" შეასრულა.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.