loader

რა გავლენა აქვს ცურვას ბავშვის ჯანმრთელობაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გავლენა აქვს ცურვას ბავშვის ჯანმრთელობაზე?

ბავშვის ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მისი სწორი ზრდა-განვითარებისთვის. ამიტომ ელემენტარული სავარჯიშო მოძრაობები და მასაჟის გაკეთება ყველა ბავშვისთვის სასარგებლოა. მასაჟი კეთდება როგორც პროფილაქტიკის, ასევე სამკურნალო მიზნით. იგი ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, დასუსტებული კუნთების სტიმულაციას, კუნთოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმს. მასაჟს ასევე აქვს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის აღდგენის უნარი და ამ ყველაფერთან ერთად, იგი ერთ-ერთ საუკეთესო დამამშვიდებელ საშუალებადაც მიიჩნევა.

ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ბავშვებისთვის ასევე აუცილებელია ცურვა. ის აკაჟებს ორგანიზმს, ხელს უწყობს თერმორეგულაციის მექანიზმთა სრულყოფას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს გარემოსთან ადაპტაციის უნარს, ამაღლებს ზოგად ტონუსსა და გამძლეობას. მას, ვინც რეგულარულად ცურავს, ჯანსაღი ძილი, კარგი მადა და გაწონასწორებული ნერვული სისტემა აქვს.

კარგი საცურაო აუზის ამორჩევა არცთუ ისე ადვილია. რამდენადაც ცურვა სასარგებლოა, იმდენად დიდ ზიანს მოუტანს ის ბავშვს, თუ არასწორად შეარჩევთ აუზს. ჯანმრთელობის ცენტრის რეაბილიტაციის განყოფილებაში ფუნქციონირებს საცურაო აუზი თანამედროვე ტექნოლოგიით 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და აუზი "ცეროდენა" 0-დან 3 წლის ასაკის ბავშვებისთვის. თუ თქვენი შვილი ცურვაზე დადის, თავიდან აიცილებთ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა სისხლძარღვებისა და გულის პრობლემა.