loader

პატრიარქი: "ასხურეთ ნაკურთხი წყალი და სულიწმინდა დაისადგურებს თქვენთან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი: "ასხურეთ ნაკურთხი წყალი და სულიწმინდა დაისადგურებს თქვენთან"

დღეს ნათლისღებაა - ტაძრებში წირვა-ლოცვა და დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი სრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. მოგვიანებით ტაძრებში წყალი აკურთხეს.

დიდ აიაზმაში წყალკურთხევა ილია მეორემ შეასრულა. უწმინდესმა ახლად ნაკურთხი წყალი ტაძარში მლოცველებს ასხურა. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღებაც შეუძლიათ. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე, ნათლობა დაწესდა.

ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.