loader

რამდენი დანა ფიგურირებდა 51-ე სკოლის მოსწავლეთა მკვლელობაში? - დოკუმენტი, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი დანა ფიგურირებდა 51-ე სკოლის მოსწავლეთა მკვლელობაში? - დოკუმენტი, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს

ბრალის დადგენილებას, რომელიც გადაცემა "პოსტსკრიპტუმმა" მოიპოვა, გრიფი "საიდუმლო" ადევს  დოკუმენტი სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეს ეხება და მასში დეტალურად არის აღწერილი, რა მოხდა პირველ დეკემბერს - როგორ და ვის მიერ დაიწყო დაპირისპირება ჯერ თბილისის 51-ე სკოლაში, როგორ და ვისი მონაწილეობით გაგრძელდა შემდეგ ხორავას ქუჩაზე და როგორ მოკლეს ორი მოზარდი მათმა თანატოლებმა.

P.S.-ის ინფორმაციით, დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული სახელები და გვარები - ვინ, როდის, სად იმყოფებოდა და რას აკეთებდა დაპირისპირების და მკვლელობის მომენტში.

როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, მოზარდები ერთმანეთს ხელს აფარებენ, ამახინჯებენ ფაქტებს და იბრალებენ ერთმანეთის დანაშაულს.