loader

ექსპერიმენტი: რას ყიდულობენ ქართველები სუპერმარკეტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსპერიმენტი: რას ყიდულობენ ქართველები სუპერმარკეტში

"იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა" - "პალიტრავიდეომ" გადაწყვიტა, ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და შეემოწმებინა, რამდენად ხშირად იძენს ქართველი მომხმარებელი ადგილობრივ პროდუქტს.

როდესაც თქვენ ყიდულობთ იმპორტულ პროდუქციას, მასში გადახდილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ გადის, რაც ცუდია. ქართული პროდუქციის ყიდვისას კი ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ამით, პირველ რიგში, ლარზე ზეწოლა შემცირდება. თუმცა მთავარი ის არის, რომ ქართველ მეწარმეს მიეცემა ბიზნესის გაფართოების, ანუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, სადაც შესაძლოა, დასაქმდეთ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი. ნებისმიერი ქართული საწარმოს გაფართოება ნიშნავს მეტ შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში. გარდა ამისა, გაიზრდება კონკურენცია თავად ქართულ საწარმოებს შორის, რაც ხარისხსა და ფასზე დადებითად აისახება.



ავტორები: მარიამო ლორთქიფანიძე, ნარიტა ჩხაიძე