loader

თბილისში, სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში, სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა

თბილისში, სავაჭრო ობიექტების ნაწილში თამბაქოს პროდუქციაზე ფასი 10 თეთრით გაიზარდა. ფასის მატება, თითქმის ყველა სახის სიგარეტს შეეხო. სავაჭრო ობიექტების ნაწილში აცხადებენ, რომ მათ ფასების მომატების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

რაც შეეხება მსხვილ სავაჭრო ობიექტებს, სიგარეტის შეძენა აქ კვლავ ძველი ფასით არის შესაძლებელი, თუმცა როგორც ამ ობიექტებში აცხადებენ, გამორიცხული არ არის მომავალი კვირიდან თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდოს.