loader

როგორ აკავებენ მამაკაცს თბილისის მეტროში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აკავებენ მამაკაცს თბილისის მეტროში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება

ინტერნეტმომხმარებელი ეგნატე შამუგია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც აღბეჭდილია, როგორ აკავებს პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცს თბილისის მეტროში. კადრებმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

"პალიტრავიდეომ" ინფორმაცია შსს-ში გადაამოწმა. როგორც აღმოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" 2 პირი დააკავა. როგორც "პალიტრავიდეოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) არიან დაკავებულები.

"საპატრულო პოლიციამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), დააკავა 2 მოქალაქე, რომლებიც მეტროპოლიტენში არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, მათ შორის იყენებდნენ უცენზურო სიტყვებს", - აცხადებენ შსს-ში.