loader

"ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის, ჯარში ყოფნაც" - 19 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ჯარში ერთად მსახურობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველას დავუმტკიცე, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის, ჯარში ყოფნაც" - 19 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ჯარში ერთად მსახურობენ

19 წლის ნინო მეგრელიშვილმა და 19 წლის ლევან მჭედლიძემ სამხედრო სამსახურში შესვლა დაახლოებით 8 თვის წინ ერთად გადაწყვიტეს. თავდაპირველად, ცოლ-ქმარმა საწყისი 3-თვიანი მომზადების რთული კურსი გაიარა, რომელსაც თან დატვირთული რეჟიმი, ზაფხულის გაუსაძლისი სიცხე და ფიზიკური ტრავმები ახლდა, შედეგად კი საკონტრაქტო სამხედრო სამსახური დაიწყეს.

ლევანი არტილერისტია, ნინო კი ამჟამად, კავშირგაბმულობის 100-ეულში რადიოოპერატორის პოზიციას იკავებს. ორივე ამბობს, რომ მათი საქმე რთული და საპასუხისმგებლო, თუმცა საპატიო და საამაყოა. ლევანს სამხედრო სამსახურის დაწყება ბავშვობიდან სურდა, ნინომ კი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქმარმა შეატყობინა, რომ საწყისი მომზადების კურსის გავლას გეგმავდა და შესაბამისი საბუთების მოწესრიგებაზე ზრუნავდა.