loader

შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. ჭიდაობის ფედერაციაში აცხადებენ, რომ დეკემბერში პრეზიდიუმის სხდომაზე ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს და მათ შორის ერთ-ერთი იყო ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობის მიმართულებით იმუშავებს. როგორც ფედერაციაში განმარტავენ, ალექსანდრე ჭიკაიძე ყოფილი მოჭიდავეა და მას საკმაოდ ფართო შეხება აქვს სპორტის ამ სახეობასთან. ცნობისთვის, ვიცე-პრეზიდენტები შრომით ანაზღაურებას არ იღებენ.