loader

"ვერ ჰყვება ჯერ ვერაფერს, ფულის თხოვნა იციან ბიჭებმა და ასეთი რამ თუ მოხდა" - დაჭრილი მოსწავლეების მამის და ბიძის კომენტარები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ ჰყვება ჯერ ვერაფერს, ფულის თხოვნა იციან ბიჭებმა და ასეთი რამ თუ მოხდა" - დაჭრილი მოსწავლეების მამის და ბიძის კომენტარები

თბილისში დაჭრილი ორი მოზარდიდან ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბ "შევარდენი 1906"-ის ფეხბურთელია. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირება, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ორ მე-12 კლასელს უცხო პირებმა ფული მოსთხოვეს. ამის შესახებ ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდის ბიძა ჰყვება. თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა დაპირისპირებაში.

მერაბ მორჩაძე ამბობს, რომ მისი ძმისშვილი სახლიდან რეპეტიტორთან მიდიოდა, რა დროსაც წითელ ბაღთან დაპირისპირება მოხდა. დაჭრილი მოსწავლეების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ისინი პოლიციის თანამშრომლებმა უკვე გამოჰკითხეს. სამართალდამცველები რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. კლინიკასთან იმყოფებიან დაჭრილთა ოჯახის წევრები და ახლობლებიც. მათთვის უცნობია, დააკავა თუ არა კონფლიქტში მონაწილე პირები პოლიციამ.