loader

"კრიმინალები ფულს მძალავენ და სახლში არ მიშვებენ" - თამაზ ელიზბარაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კრიმინალები ფულს მძალავენ და სახლში არ მიშვებენ" - თამაზ ელიზბარაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლთან, ყაზბეგის #24-ში უცნობმა პირებმა შლაგბაუმი დააყენეს და ადგილობრივ მცხოვრებლებს თანხას სძალავენ.

როგორც "პალიტრავიდეოს" ელიზბარაშვილმა განუცხადა, პირები აცხადებენ, რომ კორპუსის შესასვლელი ტერიტორია მათი საკუთრებაა და მოსახლეობამ საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან ავტომანქანით შესასვლელად თანხა უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, კორპუსის ტერიტორიაზე ერთი საათით შესვლა 3 ლარი ღირს, ხოლო ყოველი მომდევნო საათის საფასური ერთი ლარია.

ელიზბარაშვილის განცხადებით, ის მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც მისი კუთვნილი ავტომობილის სარკეები გატეხეს და კარებები დაუზიანეს.

"პალიტრავიდეოსთან" საუბრისას ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე 10-მდე მამაკაცი იკრიბება და ხშირად მუქარის ფონზე, კორპუსში შესვლის ან კორპუსიდან გამოსვლის მსურველს თანხას სძალავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ემუქრებიან. ბიზნესმენი აღნიშულთან დაკავშირებით შს მინისტრს მიმართავს და საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.