loader

დღეები, როდესაც დენი, წყალი და გაზი დავალიანების გადაუხდელობის მიუხედავად არ გაგეთიშებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეები, როდესაც დენი, წყალი და გაზი დავალიანების გადაუხდელობის მიუხედავად არ გაგეთიშებათ

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ სემეკის დადგენილების თანახმად, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო კომპანიები მომხმარებელს საღამოს, შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და უქმე დღეების წინა დღეებში დენს, გაზსა და წყალს ვეღარ გაუთიშავენ.

სემეკმა აღნიშნული დადგენილება 2017 წლის 21 ივლისს გამოსცა. გარდა ამისა, დადგენილებებში მითითებულია, რომ დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომარაგების აღდგენა მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან არაუმეტეს 5 საათში უნდა მოხდეს.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე