loader

თქვენი შეძენილი უძრავი ქონება შესაძლოა, სხვის საკუთრებაში აღმოჩნდეს და გადახდილი თანხაც ვერ დაიბრუნოთ - რა უნდა იცოდეთ, რომ არ იზარალოთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თქვენი შეძენილი უძრავი ქონება შესაძლოა, სხვის საკუთრებაში აღმოჩნდეს და გადახდილი თანხაც ვერ დაიბრუნოთ - რა უნდა იცოდეთ, რომ არ იზარალოთ

თქვენ მიერ შეძენილი უძრავი ქონება შესაძლოა, სხვის საკუთრებაში აღმოჩნდეს. ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი, რა უფლებებით სარგებლობენ, რა პრობლემებს აწყდებიან და როგორ უნდა დაიცვან თავი რისკებისგან - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც მოქალაქეები იურიდიულ კომპანიებს ხშირად მიმართავენ. ადვოკატი ქეთევან ქავთარაძე ამბობს, რომ კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის ახალი მესაკუთრე, თუ ეს ნივთი ძველმა მესაკუთრემ დაკარგა, მოპარეს ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო.

ადვოკატი ბევრ ისეთ შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით აქვს შეძენილი ქონება, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შეძენილ ქონებას გარკვეული ნაკლი გააჩნია. კერძოდ კი, ასეთ შემთხვევაში, პროცესში მესამე პირი ერთვება, რომელსაც გარკვეული მოთხოვნები აქვს ძველი მესაკუთრის მიმართ. ხოლო შემძენი დაუცველი რჩება კანონის წინაშე და საფრთხის ქვეშ დგება მისი, როგორც სრულუფლებიან მესაკუთრედ ყოფნის საკითხი. ასევე ბუნდოვანი ხდება იმ თანხის უკან დაბრუნების საკითხი, რომელიც უძრავი ნივთის სანაცვლოდ გადაიხადა.