loader

რუსეთი სიამოვნებით ეცდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ - გიორგი აბაშიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთი სიამოვნებით ეცდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ - გიორგი აბაშიშვილი

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში განუცხადა, სადაც ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. აბაშიშვილის თქმით, სიფრთხილის არარსებობის შემთხვევაში საფრთხე შესაძლოა დადგეს. "რაც შეეხება შეჩერების რისკებს, ამ ეტაპისთვის ეს არ არსებობს, მაგრამ ზოგადად, ყოველთვის, როცა ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ, კრიმინალთან დაკავშირებული ან ა.შ. ევროპაში, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ამ ინფორმაციის წარმომავლობის წყაროს", - აღნიშნა აბაშიშვილმა.