loader

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ემოციური შეხვედრა შვილებთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ემოციური შეხვედრა შვილებთან

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ახლობლები და თანამშრომლები, რომლებიც სხდომათა დარბაზის გარეთ იმყოფებოდნენ, ტაშით შეხვდნენ.

თავის მხრივ, პროკურატურა ჩაბუქისთვის 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ჩაბუქს რამდენიმე დღეში, 24 თებერვალს, წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა ეწურებოდა.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.