loader

"იკრებდა ძალას და ვეღარ შეძლო" - რას ამბობს "პროფილის" პროდიუსერი მაია ასათიანის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იკრებდა ძალას და ვეღარ შეძლო" - რას ამბობს "პროფილის" პროდიუსერი მაია ასათიანის შესახებ

თოქ-შოუ "პროფილი" დროებით ეთერში აღარ გავა. ამის მიზეზი მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაცემის ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გავრცელდა.

დეტალების გასარკვევად AMBEBI.GE გადაცემა "პროფილის" პროდიუსერს, ნიკოლოზ ხაჩიძეს დაუკავშირდა:

- მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო კარგი, ის დიდი ხანია თავს გრძნობს ცუდად. სულ იკრებდა ძალას, ეს ყველაფერი ეთერში არ ეჩვენებინა, მაგრამ უკვე ფიზიკურად ვეღარ შეძლო. ამიტომ ექიმების რეკომენდაციით, დროებით ის არ იმუშავებს და ეთერში აღარ გამოჩნდება.

- როდის დაბრუნდება "პროფილი" და მაია ასათიანი ეთერში?

- ჯერჯერობით არ ვიცით, როდემდე არ იქნება გადაცემა ეთერში. მხოლოდ ერთი გადაცემა გვაქვს ჩაწერილი, რომელიც დღეს იქნება "რუსთავი 2"-ის ეთერში.



ასევე დაგაინტერესებთ:

"მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, იძულებულნი ვართ, ეთერი გავაჩეროთ" - რა სჭირს ცნობილ ტელეწამყვანს