loader

"ყოველი დღის ბოლოს უნდა გადავიხადო 68 ლარი " - რა პრობლემებზე საუბრობენ ე.წ. მარშრუტკის მძღოლები და რას პასუხობს "თბილისის მიკროავტობუსი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყოველი დღის ბოლოს უნდა გადავიხადო 68 ლარი " - რა პრობლემებზე საუბრობენ ე.წ. მარშრუტკის მძღოლები და რას პასუხობს "თბილისის მიკროავტობუსი"

მიკროავტობუსების მგზავრთა ნაწილის ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსების ზოგიერთი მძღოლი მგზავრობის საფასურის პლასტიკური ბარათით გადახდის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და მათ ნაღდი ფულით გადახდას სთხოვს. "ინტერპრესნიუსი" მგზავრების ნაწილის პრეტენზიებთან დაკავშირებით თავად მიკროავტობუსის მძღოლებსაც ესაუბრა, რომლებიც სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე მუშაობენ. როგორც მძღოლებმა აღნიშნეს, პლასტიკური ბარათით გადახდილი თანხა პირდაპირ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ბალანსზე ირიცხება, "ხოლო ყოველდღიური გადასახადი, რომელიც 20 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, მათთვის მაინც სავალდებულოა".

რაც შეეხება კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" პოზიციას ბრალდებებზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება აქვს.

"პირველივე ჯერზე წყდება მძღოლთან ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ეუბნება, რომ ტერმინალი არ გამოიყენოს და ნაღდი ფულით გადაიხადოს. ასევე, ჩვენი მონიტორინგის სამსახური ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ფარეხის ხელმძღვანელობისგან, რამდენად გამართულად მუშაობს მიკროავტობუსში ტერმინალი და იმ შემთხვევაშიც, თუ ის გაფუჭებულია და მძღოლმა არ შეატყობინა ფარეხის ხელმძღვანელობას, ავტომატურად წყდება მძღოლთან ხელშეკრულება. თუ თქვენ მოგვაწვდით იმ ავტომობილების სახელმწიფო ნომრებს, ან მძღოლის სახელს და გვარს, რომელიც გამოკრული უნდა იყოს წინა საქარე მინაზე, რეაგირებას მოვახდენთ. გარდა ამისა, ნებისმიერ მგზავრს შეუძლია დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე დილის 08:00 საათიდან 22:30 საათამდე. გარდა ამისა, თუ მძღოლი რაიმე მიზეზით აგვიანებს გასვლას და მგზავრს პრობლემა ექმნება, ამ შემთხვევაშიც მძღოლი ჯარიმდება. კონდიცირების სისტემა თუ გამორთული აქვს მძღოლს ზაფხულის პერიოდში, პირველ შემთხვევაში 10 დღით ეკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, განმეორების შემთხვევაში 1 თვით, ხოლო მესამე შემთხვევის დაფიქსირებისას ხელშეკრულებას ვუწყვეტთ. ასევე ჯარიმები და სანქციებია სიგარეტის მოწევასა და მომხმარებელთან კონფლიქტური სიტუაციის შექმნაზე. ამის შესახებ მძღოლები ინფორმირებულნი არიან.

"თქვენ რომ გთხოვდნენ სამსახურში ყოველდღიურად თქვენი თანხის მიტანას, მიიტანდით? ასევეა ამ შემთხევაშიც. არავინ არაფრის თანხას არ ამატებს. დაფიქსირებულია, თითოეულ ხაზზე რამდენია მძღოლის ყოველდღიური გადასახადი, რაც არ იცვლება. ეს გადასახადი ყველა სამარშრუტო ხაზის შემთხვევაში დგინდება კილომეტრაჟის და არსებული ტრაფიკის, მგზავრთა ნაკადების მიხედვით. გარდა ამისა, ხდება ცვეთის ფულის, საწვავის ხარჯების, ნაწილების ფულის დაანგარიშება. საწვავისთვის და გამართულობისთვის თანხას იხდიან, მაგრამ ყველა დამატებით დიდ ხარჯს, რომელიც შესაძლებელია რთულად დასაფარი იყოს მძღოლისთვის, მაგალითად, იატაკების და სავარძლების გამოცვლა და ა.შ. იფარება კომპანიის მიერ. ასევე,ზაფხულის პერიოდში კონდიცირების სისტემის გამართვის ხარჯებიც. გარდა ამისა, კომპანია ითვალისწინებს მძღოლის სოციალურ მდგომარეობას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობას და ამ ხარჯებს კომპანია თავის თავზე იღებს, მით უმეტეს, რომ ეს ჩვენი ვალდებულება არ გახლავთ, ეს არის მძღოლის ვალდებულება და ხელშეკრულებაში უწერია", - განაცხადა მიქიაშვილმა.


ავტორი: ნიკა საჯაია