loader

ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში თხილამურებით სრიალისას 12 წლის გოგონა იმსხვერპლა, სასამართლომ გაამართლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში თხილამურებით სრიალისას 12 წლის გოგონა იმსხვერპლა, სასამართლომ გაამართლა

ბიჭი, რომელმაც თხილამურებზე სრიალისას 12 წლის გოგონა იმსხვერპლა, სასამართლომ გაამართლა.

შემთხვევა 2 წლის წინ გუდაურში მოხდა. 12 წლის სალომე ტატიშვილი 10 იანვარს, თავის ორ დასთან და სპორტული სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრასაზე, კუდები სამზე სრიალებდა.

თვითმხილველების თქმით, სალომეს დიდი სისწრაფით და ხელჯოხების გარეშე დაშვებული მოთხილამურე შეეჯახა, რომელიც თავადაც დაიმტვრა, მაგრამ გადარჩა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი იყო. მას ბრალი პროკურატურამ 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის წაუყენა.

სასამართლომ ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ორი წლის შემდეგ კი გიორგი ლიპარტელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა უდანაშაულოდ ცნო.