loader

"მისმა სიტყვებმა გონება დამიბნელა" - რა ვერსია მიაწოდა ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გამოძიებას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მისმა სიტყვებმა გონება დამიბნელა" - რა ვერსია მიაწოდა ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გამოძიებას?

თემქაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა მსხვერპლი სახლიდან 05:30 საათზე გამოიყვანა და კორპუსის უკან, სკვერში შურისძიების ნიადაგზე მოკლა. ანა ნაცვლიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. "კვირის პალიტრამ" ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების ნაწილი მოიპოვა.

გამოცემის ინფორმაციით, დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ "თითქოს დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე ანა შავ "ბე-ემ-ვეში", უსიამოვნო ვითარებაში ნახა და უნდოდა გაერკვია ეს ამბავი, მაგრამ ანი იმ დღეებში მამამ სოფელში წაიყვანა და ვერ ნახა. იმ ღამით კი სახლიდან რომ გამოიყვანა და ჰკითხა, ვისთან დადიხარო, გოგონამ კატეგორიულად უარყო ყველაფერი. ამის შემდეგ "ბე-ემ-ვე" უხსენა და როცა ანი შეეპასუხა, მისმა სიტყვებმა გონება დამიბნელა, ქვა ავიღე, თავში ჩავარტყი, წაიქცა და მერე დანა რამდენჯერმე ჩავარტყიო" - წერს "კვირის პალიტრა".


ასევე დაგაინტერესებთ:

ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა, მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - პროკურორი საზარელი მკვლელობის დეტალებზე

დავით ასათიანი თემქაზე მოკლულ გოგონაზე - მიუღებელია, რომ ადვოკატის მხრიდან მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მოხდა

"ძაღლმა იპოვა, სუნი აიღო და მიადგა სახლში" - თემქაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები