loader

რა შენდება ჟვანიასა და შატბერაშვილის ქუჩის კვეთაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შენდება ჟვანიასა და შატბერაშვილის ქუჩის კვეთაზე

ვაკეში, ჟვანიასა და შატბერაშვილის ქუჩის კვეთაზე, ლატვიური კომპანია BALTIC INVESTMENT GROUP-ი საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს.

უკვე მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა (ვერეს ხეობა, კრწანისი, დევდორაკი-ამალის ხეობა) ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო პროცესებისადმი საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. თბილისი გაშენებულია რთულ რელიეფზე და არასტაბილური გეოლოგიური აგებულება აქვს. ამასთან, რეგიონი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ ქვეყნის და მათ შორის, თბილისის ინფრასტრუქტურის ზრდა და განვითარება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორად ჩატარებულ გეოტექნიკურ კვლევებს აქვს.

სანდო კვლევებისა და სწორი საინჟინრო დაგეგმარების პირობებში, მშენებლობა შესაძლებელია რთულ გეოლოგიურ პირობებშიც, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისა და პროფესიული წრეებისთვის ადვილად იყოს ხელმისაწვდომი შესაბამისი დოკუმენტაცია, არა მხოლოდ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის დასკვნა, არამედ თავად კვლევაც, რისი გაცნობისა და საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიული კვლევის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მშენებლობის ხარისხზე ზემოქმედება.


ავტორი: დარინა ქამადაძე