loader

ნებართვის გარეშე ტაქსით მგზავრის გადაყვანა 200 ლარით დაჯარიმდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნებართვის გარეშე ტაქსით მგზავრის გადაყვანა 200 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით ან ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 200-200 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტში, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.