როგორ ატყუებენ საქართველოში ე.წ. სეილებზე - ხრიკები, რომლებიც მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ
10:25 / 02-03-2018
თუმცა მომხმარებელი ბევრჯერ გაწბილებულა, როცა პროდუქციის ეტიკეტზე, ქაღალდის რამდენიმე ფენის ქვეშ, საწყისი ფასი აღმოუჩენია, რომელიც დიდად არ განსხვავდება ვითომ შემცირებულისგან. მსგავსი "სეილებით" მომხმარებელს ხშირად ატყუებენ. თუმცა რეალიზატორები მეტი პროდუქციის გაყიდვის სურვილმა იმდენად შეიპყრო, რომ უფრო შორს წავიდნენ და, ფაქტობრივად, "ახალი სიტყვა" თქვეს მარკეტინგში, რაც, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
როგორც აღმოჩნდა, ფასდაკლებული პროდუქციის ჩამონათვალში ხშირად ხვდება მოკლევადიანი ან სულაც ვადაგასული პროდუქცია. ამას მხოლოდ მას შემდეგ მივაქციე ყურადღება, რაც ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის ყოფილმა კონსულტანტმა იმ დირექტივების შესახებ მიამბო, რომლებსაც პერსონალს სამსახურში აყვანისას აძლევენ. იხილეთ სრული სტატია
ვიდეოს ავტორი: ნარიტა ჩხაიძე