loader

ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო 50 დღეში 1 287 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო 50 დღეში 1 287 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა

მიმდინარე წელს ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო 1 287 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. საუბარია 1-ლი იანვრიდან 19 თებერვლის პერიოდზე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯამში, 15 821 საჯარიმო ქვითარი იყო გამოწერილი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა. თუმცა, რეფორმა მხოლოდ 8-ზე მეტადგილიან სამგზავრო და 3,5 ტონის ზემოთ სატვირთო ავტომობილებს ეხება, რომელთაც ინსპექტირების ვალდებულება აქამდეც ჰქონდათ. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, მძღოლის - 50 ლარით, ხოლო ასეთი სატრანსპორტო საშუალების სხვისთვის გადაცემა კი ფიზიკური პირის - 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირის თუ ინდივიდუალური მეწარმის 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.