loader

მოგიყვეთ საოცრება ერთგულებაზე, სიყვარულზე, თავგანწირვაზე? - "ქართველი ჰაჩიკოს" დაუჯერებელი ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოგიყვეთ საოცრება ერთგულებაზე, სიყვარულზე, თავგანწირვაზე? - "ქართველი ჰაჩიკოს" დაუჯერებელი ისტორია

"მოგიყვეთ საოცრება ერთგულებაზე, სიყვარულზე, თავგანწირვაზე?
ასეთ რამეებს ხომ ძალიან ვართ გადაჩვეულები დღეს, ყოველდღიურ ცივსისხლიან, პრაგმატულ გარემოში....

არ დაიზაროთ, ჩაიკითხეთ ბოლომდე... არ ინანებთ...

N54 ავტობუსი მოძრაობას დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან იწყებს (ახალი ავტობაზის ტერიტორია), გაივლის პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს და ფარნავაზ მეფის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგ იგი ჟვანიას მოედანზე უხვევს, გაივლის ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩებს და მოძრაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ასრულებს.

ამ მორბენალ საოცრებას ხომ ხედავთ? მძღოლს აცილებს... დიახ, სწორად მიხვდით, A საწყისიდან B სასრულამდე ფეხით მისდევს ავტობუსს. რატომ? იმიტომ, რომ მძღოლი კვებავს, ეფერება და ისიც, ოთხფეხა, "პირუტყვი", მის მეგობრად თვლის თავს... არ გეგონოთ, იტანჯება. პირიქით! ერთ-ერთ გაჩერებაზე უცებ ჩავირბინე და საშინლად დაქანცული ავტობუსში ამოვიყვანე. ძლივს სუნთქავდა, მაგრამ უბედნიერესი იყო! კუდს აქიცინებდა, ყველას შესციცინებდა, მძღოლს განსაკუთრებით... არ გაჩერდა, გაიღო თუ არა გაჩერებაზე კარები, იმ წუთასვე ქვემოთ ჩაირბინა და მოემზადა მორიგი სტარტისთვის! კარის დაკეტვა და მისი ადგილიდან მოწყდომაც ერთი იყო... მე გავოგნდი და დანარჩენი თქვენთვის მომინდვია" - ნათქვამია თეკლე კალანდაძის "ფეისბუქსტატუსში", რომელიც ქართველ მომხმარებლებს შორის ვირუსულად გავრცელდა.