loader

ქვეყნები წარმატებული საპენსიო სისტემით - სად რამდენს იხდიან მოქალაქეები უზრუნველი სიბერისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქვეყნები წარმატებული საპენსიო სისტემით - სად რამდენს იხდიან მოქალაქეები უზრუნველი სიბერისთვის

დაგროვებითი საპენსიო სისტემა მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში მოქმედებს. ზოგან ამ სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა, მაგრამ პენსიონერები სახელმწიფო პენსიასაც იღებენ. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, დანია, ესტონეთი, ისლანდია, პოლონეთი, შვედეთი, შვეიცარია და სხვა. ზოგიერთ სახელმწიფოში კი, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, მათ შორის, იტალიაში, ახალ ზელანდიასა და დიდ ბრიტანეთში.

ევროპასა და აშშ-ში დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოსახლეობის დაახლოებით 80% მონაწილეობს, აზიაში - 40%, ხოლო აფრიკის ქვეყნებში - მხოლოდ 5%. "პალიტრანიუსის" რუბრიკა "ამბები" დღეს იმ ქვეყნებს გაგაცნობთ, რომლებმაც წარმატებული საპენსიო სისტემა შექმნეს.