loader

"დღეს ქალბატონ ნანის გულმა რომ დაარტყას, ვინ აგებს ამაზე პასუხს?!" - ლალი მოროშკინას ემოციური კომენტარი ნანი ბრეგვაძის კონცერტთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ქალბატონ ნანის გულმა რომ დაარტყას, ვინ აგებს ამაზე პასუხს?!" - ლალი მოროშკინას ემოციური კომენტარი ნანი ბრეგვაძის კონცერტთან დაკავშირებით

ქართველი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების უფლებას ამ დრომდე არ იძლევა საოკუპაციო რეჟიმი. დღეს ქართული კულტურის ათმა წარმომადგენელმა წერილით რუსეთის პრეზიდენტს მიმართა. ისინი წერილში კატეგორიულად ითხოვენ ტატუნაშვილის გადმოსვენებას.

ამ დაძაბულ ვითარებაში ახლოვდება ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი მოსკოვში, რომელიც 28 მარტსაა ჩანიშნული. დღეს განხილვის თემა ტატუნაშვილის საქმეზე დაწერილი ქართული კულტურის წარმომადგენლების წერილთან ერთად ნანი ბრეგვაძის კონცერტიც იყო. საზოგადოება ორადაა გაყოფილი. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა მოსკოვში კონცერტი ამ მძიმე ვითარებაში არ უნდა გამართოს. მეორე მხარეს კი მიაჩნია, რომ ნანი ბრეგვაძემ მოსკოვში კონცერტი აუცილებლად უნდა გამართოს და მან დიდი სცენა ტრიბუნად გამოიყენოს.