loader

"არსებობს მითი, თითქოს, ამის შემდეგ ქალები ცხოვრებას წყვეტენ" - 22 წლის გოგონას უმძიმესი ისტორია, რომელმაც ქართველი "ფეისბუქ" მომხმარებელი შეძრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არსებობს მითი, თითქოს, ამის შემდეგ ქალები ცხოვრებას წყვეტენ" - 22 წლის გოგონას უმძიმესი ისტორია, რომელმაც ქართველი "ფეისბუქ" მომხმარებელი შეძრა

რამდენიმე დღის წინ, სოციალური პროექტის "ქალები საქართველოდან" გვერდზე, 22 წლის სალომე ზანდუკელის ისტორია გამოქვეყნდა. ახალგაზრდა ქალი შემზარავ ამბავს ყვებოდა.

"დამიჭირეს და ჩამათრიეს გამგეობის უკან, ნაძვნარში. გამაუპატიურეს. ერთ მომენტში ქვას მივწვდი და ვეცადე ბიჭისთვის ჩამერტყა. როგორც მერე გავიგე, ასცდა. ამის შემდეგ ის ჩემს დახრჩობას ცდილობდა. შეგრძნება მახსოვს, ისე მიჭერდა ხელებს, რომ მიწაში თავჩარგული, მიწით ვსუნთქავდი. რომ ამბობენ, სიკვდილის წინ ყველაფერი თვალწინ გაგირბენსო, ზუსტად ეგ გავიარე. არც მიფიქრია, რომ სასწაული მოხდებოდა და გადავრჩებოდი. ამ ყველაფერს იმ პატარა ბავშვს აყურებინებდნენ. საბოლოოდ, თანხა რაც მქონდა წამართვეს, გამძარცვეს და წავიდნენ".

როგორ შეძლო სალომემ ამ ტკივილთან ბრძოლა და ცხოვრების თავიდან დაწყება ამაზე მან "პალიტრავიდეოსთან" ისაუბრა.


ავტორი: ნინო წიფურია