loader

"საყურეებს მოგაძრობ... გადმოდი მანქანიდან, გადმოდი" - "ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას მანქანასთან შეძახილებითა და სიგნალებით მიუცვივდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საყურეებს მოგაძრობ... გადმოდი მანქანიდან, გადმოდი" - "ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას მანქანასთან შეძახილებითა და სიგნალებით მიუცვივდნენ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან ხმაურია. ტელეკომპანიასთან აქციას „ქართული მარშის“ წევრები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ. ადგილზე რამდენიმე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, კერძოდ, აქციის მონაწილეები ტელევიზიის ეზოში არ უშვებდნენ არხის ერთ-ერთ წამყვანს, გიორგი გაბუნიას, რომლის ავტომობილსაც წინ გადაუდგნენ.

ისინი წამყვანისა და არხის ხელმძღვანელობისგან გუშინ გადაცემა P.S-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. სამართალდამცველებს ცოცხალი ჯაჭვით აქვთ შემოსაზღვრული ტელევიზიის შესასვლელი.

ვიდეოს "ფეისბუქზე" ქრისტი აროშიძე ავრცელებს.



ასევე დაგაინტერესებთ:

ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი

"რუსთავი 2"-თან თითქმის, ერთი საათია "ქართული მარში"-ს აქცია მიმდინარეობს

"იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა..." - გიორგი გაბუნიას სიტყვა, რასაც "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" დაპირისპირება მოჰყვა