loader

სუს-ში ადასტურებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს შესაძლოა დღეს გადმოსცენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუს-ში ადასტურებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს შესაძლოა დღეს გადმოსცენ

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე ადასტურებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს შესაძლოა, დღეს გადმოსცენ.

ამის შესახებ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს სოფელ წილკანში, ტატუნაშვილების ოჯახში სტუმრობისას განუცხადა.

"ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დღეს, სავარაუდოდ, შესაძლებელია, მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ, ცხადია, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ოჯახთან. ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს ამ მიმართულებით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. დღეს ეს შემიძლია გითხრათ მხოლოდ, დანარჩენი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა ქემოკლიძემ.

ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 26 დღეა გასული.