loader

"უმოწყალოდ გვცემეს, არაადამიანურად გვეპყრობიან, ვინც შეგიძლია ჩარიე და გვიშველეო" - 4 ქართველი სპორტსმენი ქუვეითის აეროპორტში დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმოწყალოდ გვცემეს, არაადამიანურად გვეპყრობიან, ვინც შეგიძლია ჩარიე და გვიშველეო" - 4 ქართველი სპორტსმენი ქუვეითის აეროპორტში დააკავეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, შესაბამისი შეტყობინება საკონსულოში შესულია.

"საკონსულომ შეიტყო აღნიშნული შემთხვევის შესახებ. მიმდინარეობს დეტალების გარკვევა. საკონსულო მუშაობს როგორც ქუვეითურ მხარესთან, ასევე კავშირზეა მოქალაქეების ოჯახის წევრებთან", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არსებული ინფორმაციით, ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული. ისინი ქართული მხარისგან დახმარებას ითხოვენ.