loader

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს პარკირების ბარათს ვადა გაუვიდა ან 10 აპრილამდე გასდის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს პარკირების ბარათს ვადა გაუვიდა ან 10 აპრილამდე გასდის?

ავტომფლობელებმა, რომელთა პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა ან 10 აპრილამდე გასდის, ისევ "სითი პარკის" ბარათი უნდა შეიძინონ. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ავტომფლობელებმა, რომლებსაც ჯარიმები უკვე დარიცხული აქვთ, საჯარიმო თანხა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ ან უნდა გაასაჩივრონ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან "სითი პარკის" ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.