loader

ვიზალიბერალიზაციიდან 1 წელი გავიდა: როგორია სტატისტიკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიზალიბერალიზაციიდან 1 წელი გავიდა: როგორია სტატისტიკა

ევროკავშირის ზონაში, 1 წლის განმავლობაში, საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ 258 663 ვიზიტი განახორციელა, ხოლო 1001 ადამიანს კი შენგენის საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვა.

რაც შეეხება იმას, რამდენმა ადამიანმა დაარღვია ევროკავშირში ყოფნის ვადები, ეს მონაცემი გარკვეული მიზეზების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს. უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის მიხედვითაც შემოდგომისთვის უნდა შემცირდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებლები.

შსს-ს ინფორმაციით, ევროპაში თავშესაფრის მიღების მსურველი ქართველები ერთ-ერთ მოტივად ოჯახის გამთლიანებას და მეორე მოტივად ჯანმრთელობას ასახელებენ. ცნობისთვის, ვიზალიბერალიზაციის წესების დარღვევისთვის სანქციები ამოქმედდება არა მხოლოდ მისი დამრღვევი მოქალაქეების, არამედ ქვეყნის მიმართაც. მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვრის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.